არავითარი მტკიცებულება ამ სამი დღის განმავლობაში არავის წარმოუდგენია იმასთან დაკავშირებით, თუ რა ე.წ. გაყალბება მოხდა არჩევნებზე და ეს მოწმობს იმას, რომ არავითარი ლეგიტიმური საფუძველი იმისა, რომ ჩვენ უფლებამოსილებებს რამე კითხვის ნიშანი ჰქონდეს, არ არსებობს, - განუცხადა სტრასბურგში ჟურნალისტებს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თეა წულუკიანმა.
„წინა სხდომისგან განსხვავებით ორ წარმომადგენელს მოგვეცემა ქართული პოზიციების დაცვის საშუალება, ეს უკეთესია. პროექტზე ცვლილება შევიტანეთ, რომ ჩვენი უფლებამოსილებების დამტკიცება მოხდეს პირობების გარეშე, რადგან არავითარი მტკიცებულება ამ სამი დღის განმავლობაში არავის წარმოუდგენია იმასთან დაკავშირებით, თუ რა ე.წ. გაყალბება მოხდა არჩევნებზე და ეს მოწმობს იმას, რომ არავითარი ლეგიტიმური საფუძველი იმისა, რომ ჩვენ უფლებამოსილებებს რამე კითხვის ნიშანი ჰქონდეს, არ არსებობს.
კამათში შესვლას არანაირი აზრი არ აქვს იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოში არსებობს დემოკრატიული რეგრესი და ა.შ. იმიტომ რომ ჩვენ ვართ ერთ-ერთი საუკეთესო წევრი სახელმწიფო ამ ორგანიზაციაში და ამაზეც ორივე ვისაუბრებთ პლენარულს სხდომაზე. დავიცავთ ჩვენს პოზიციებს, დავიცავთ მილიონ ას ოცი ათასი ამომრჩევლის პოზიციას, რომელსაც აქ წარმოვადგენთ ქართული ოცნების გუნდის სახელით და იმედი გვაქვს, რომ ჩვენ საქართველოში უკვე ამბად გვექნება გასაგზავნი ის, რომ ჩვენი უფლებამოსილებები ცნეს“, - განაცხადა წულუკიანმა.