პარლამენტის საგამოძიებო კომისიაზე არაერთი მოქალაქე გამოვკითხეთ, ბიზნესმენები, რომლებმაც პირდაპირ თქვეს, რომ მამუკა ხაზარაძე იყო „ნაციონალური მოძრაობის“ დანამატი, აპენდიქსს რომ ვეძახით სამედიცინო ენაზე, – ამის შესახებ პარლამენტის საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა და აღნიშნა, რომ  „მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე „თიბისი ბანკთან“ ერთად კეზერაშვილის და სააკაშვილის ავატარები იყვნენ“.

„როგორც მოქალაქეები ამბობდენ, ისინი ხანდახან მივიდოდნენ და შესთავაზებდნენ ამა თუ იმ ბიზნესს, შემოვალთ წილში და გავაფართოოთ ერთად ბიზნესი, კარგად ვიცხოვროთო, თუმცა შემდეგ აღმოჩნდებოდა, რომ ამის უკან კეზერაშვილი დგას, რომლის შემდეგ წაართმევდა ამ ბიზნესმენს ამ ბიზნესს. იქნება ეს „მაგნატის“, ლისის ტბის საქმე. როცა შეტყობინება ჩავაბარეთ მამუკა ხაზარაძეს, თავად ლისზე ცხოვრობს, იმ ტერიტორიაზე, რომელის ადრე ტყის სტატუსით სარგებლობდა, შემდეგ სატყეო რესურსიდან იქნა ამოღებული, რადგან სხვანაირად მოეხმარათ მას, სააკაშვილს და კეზერაშვილს ეს ტერიტორია და ახლა ის იქ ცხოვრობს. არის ბევრი კითხვა და დარწმუნებული, ვარ დისკუსია კიდევ მეტ კითხვას გამოაჩენდა მათ წინააღმდეგ“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.