„იცით, რომ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გვაქვს გაფორმებული „ლელოსთან“. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ არ შევეწინააღმდეგებით ერთმანეთს წინასაარჩევნოდ, არ დავაზიანებთ. ორივე პარტია ვცდილობთ, წინასაარჩევნოდ კანდიდატებად მოვიპოვოთ ადამიანები, რომლებიც იქნებიან პარტიულად და პოლიტიკურად ნეიტრალურები, რათა ყველა ამომრჩევლის და სხვადასხვა პარტიის ამომრჩევლის გემოვნება დავაკმაყოფილოთ. პრიორიტეტს ნეიტრალურ კანდიდატებს მივანიჭებთ. მიმდინარე პროცესია, ამისთვის 4 სექტემბრამდე გვაქვს ვადა. – ამის შესახებ „გახარია – საქართველოსთვის“ წევრმა, ტატა ხვედელიანმა განაცხადა.

" 4 სექტემბრამდე წარმოვადგენთ ჩვენს კანდიდატებს, რომლებიც იქნებიან ღირსეულები, რათა საბოლოოდ შევცვალოთ ამ ქვეყანაში არსებული მდგომარეობა, რომელიც „ქართული ოცნების“ პირობებში დადგა. მიმდინარე პროცესია, სამუშაო პროცესია, ამისთვის დრო გვაქვს. შესაბამისი ვადა როცა ამოიწურება, საჯაროდ განვაცხადებთ ჩვენი კანდიდატურების შესახებ, პრეზენტაციაც გვექნება. ჩვენ ვიყენებთ მაქსიმალურ ვადას. არ ვიცი, როდის იქნება ეს, აგვისტოში თუ სექტემბერში, მთავარია, 4 სექტემბრამდე ვიყენებთ ვადას, რომ საუკეთესოზე საუკეთესო კანდიდატები შევარჩიოთ. პირველ რიგში, ესენი არიან ნეიტრალური კანდიდატები, რომლებიც მისაღები იქნებიან საზოგადოების სხვადასხვა წრისთვის“, – განაცხადა ტატა ხვედელიანმა.

შეგახსენებთ, 2025 წლის 4 ოქტომბერს საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები ტარდება