"ქართუ" კომერციული ორგანიზაცია არ არის და მის ძირითად ფუნქციას ქველმოქმედება წარმოადგენს. ფონდის ისტორია 20 წელზე მეტს ითვლის. ამ ხნის განმავლობაში, ფონდი ინფრასტრუქტურულ და საქველმოქმედო პროექტებს ახორციელებს და მისი საბოლოო ბენეფიციარი სახელმწიფო და ხალხია,“ - წერს „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში. მეგრელიშვილის თქმით, იმის მტკიცება, რომ ივანიშვილი ქველმოქმედებას იყენებს პოლიტიკური მიზნით დიდი ტყუილი და სიბოროტეა.
„ბიძინა ივანიშვილისა და ფონდი „ქართუს“ წინააღმდეგ მომზადებულ სხვადასხვა სიუჟეტს ფონად გასდევს ერთიანი „ლაიტმოტივი“ – „ივანიშვილი თავისი სამშენებლო აქტივობით ჩადის დანაშაულს“, უფრო ზუსტად კი, ქველმოქმედებას ამოფარებული ივანიშვილი ცდილობს ქველმოქმედებით ფულის შოვნას. საჯაროდ ცნობილია, რომ ბიძინა ივანიშვილის ოჯახმა საქართველოში არსებული აქტივების უდიდესი ნაწილი საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ გადასცა.
ფონდი თავად ან მისი შვილობილი კომპანიების მეშვეობით მართავს ამ აქტივებს და მიღებულ შემოსავალს კვლავ საქველმოქმედო მიზნებს ახმარს, რაც გამჭვირვალე და კანონმდებლობით ნებადართული საქმიანობაა. ივანიშვილების ოჯახი ფონდი „ქართუს“ ერთადერთი დონორია. ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი ქონების 95% საქველმოქმედო „ქართუ ფონდს“ გადასცა. ბიძინა ივანიშვილსა და ფონდ „ქართუს“ მხოლოდ კულტურის სფეროში ქველმოქმედების სახით მილიარდ ლარამდე აქვს გაღებული. ფონდს საქართველოს მასშტაბით აღდგენილი აქვს რვაასზე მეტი ისტორიული კულტურული ძეგლი.
ფონდი „ქართუ“ უკვე ოცი წელია მუდმივად აფინანსებს, მათ შორის, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვას, მათ აღდგენა-რესტავრაციასა და მოვლა-პატრონობას. რეგიონში განხორციელებული პროექტებიდან მაგალითად ბათუმის დელფინარიუმი, გასართობი პარკი „ციცინათელა“ და „პრომეთეს მღვიმე „ქართუს“ მიერ სახელმწიფოსთვის გადაცემული წარმოუდგენლად მომგებიანი ობიექტებია და ბიუჯეტს მილიონობით შემოსავალი აქვს. წმინდა სამების საკათედრო ტაძრის მშენებლობა საქველმოქმედო ფონდს დაახლოებით 10 მილიონი ლარი დაუჯდა.
2005–10 წლებში ივანიშვილის ფონდებიდან ქართული ეკლესია–მონასტრების მშენებლობისა და რეაბილიტაციისთვის 38 მილიონამდე ლარი დაიხარჯა. გარემოს დაცვასა და ეკოლოგიაზე „ქართუს“ 60 მილიონ დოლარზე მეტი აქვს დახარჯული. ფონდ „ქართუს“ მიერ განხორციელებულ სერიოზულ პროექტებს საინვესტიციო მაგნიტების ფუნქცია აქვს. მაგალითად Black sea arena წარმოადგენს სიგნალს ნებისმიერი ინვესტორისთვის, რომ მათ შესაბამისი რეაგირება და გათვლები მოახდინონ. ობიექტები იძლევა შესაძლებლობას, გურიის რეგიონი მხარში გაიმართოს და ადგილობრივებს შემოსავალი გაუჩნდეთ. ტერიტორიაზე, სადაც სიმინდის ყანების გარდა არაფერი იყო, გაჩნდა ობიექტი, რომელსაც ათი ათასობით ვიზიტორი ჰყავს. ვიზიტორებს კი, სასტუმროები, კვების ობიექტები და ა.შ სჭირდებათ, რაც რეგიონის განვითარების საუკეთესო პერსპექტივას ქმნის.
„ქართუ“ კომერციული ორგანიზაცია არ არის და მის ძირითად ფუნქციას ქველმოქმედება წარმოადგენს. ფონდის ისტორია 20 წელზე მეტს ითვლის. ამ ხნის განმავლობაში, ფონდი ინფრასტრუქტურულ და საქველმოქმედო პროექტებს ახორციელებს და მისი საბოლოო ბენეფიციარი სახელმწიფო და ხალხია. ამ ფონზე იმის მტკიცება, რომ ივანიშვილი ქველმოქმედებას იყენებს პოლიტიკური მიზნით დიდი ტყუილი და სიბოროტეა,“ - წერს თამთა მეგრელიშვილი.