"ქართული ოცნება" პოლიტიკაში ეროვნული ღირსებით, სახელმწიფოებრივი ინტერესების მატარებელი პოლიტიკური ძალაა და მისი ჩანაცვლება სხვა პოლიტიკური ძალით ქართველი ხალხის სურვილი არ არის. ამომრჩეველთა უმრავლესობა მყარია საკუთარ პოლიტიკურ გადაწყვეტილებაში და "ქართული ოცნების" ჩამნაცვლებელს პოლიტიკურ ორბიტაზე უბრალოდ არ ცნობს, სწორედ ამ დიდი პოლიტიკური მხარდაჭერის ფარგლებში 2024 წლის არჩევნებში "ქართული ოცნების" გამარჯვება გარდაუვალია, მაგრამ ამ ძალას სჭირდება საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება რათა სახელმწიფო ინტერესები ქართული მისიით შეასრულოს!“ - წერს „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში.
მანვე აღნიშნა, რომ "ქართული ოცნება" იმსახურებს მაღალ პოლიტიკურ შეფასებას, მისი პოლიტიკური მოღვაწეობა 2012 წლიდან დღემდე "დაუძინებელი მეგობრებისათვის" ეროვნული ინტერესებით ხმამაღალი პოლიტიკური ტონია. „
"ქართული ოცნება" პოლიტიკაში ეროვნული ღირსებით, სახელმწიფოებრივი ინტერესების მატარებელი პოლიტიკური ძალაა და მისი ჩანაცვლება სხვა პოლიტიკური ძალით ქართველი ხალხის სურვილი არ არის. ამომრჩეველთა უმრავლესობა მყარია საკუთარ პოლიტიკურ გადაწყვეტილებაში და "ქართული ოცნების" ჩამნაცვლებელს პოლიტიკურ ორბიტაზე უბრალოდ არ ცნობს, სწორედ ამ დიდი პოლიტიკური მხარდაჭერის ფარგლებში 2024 წლის არჩევნებში "ქართული ოცნების" გამარჯვება გარდაუვალია, მაგრამ ამ ძალას სჭირდება საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება რათა სახელმწიფო ინტერესები ქართული მისიით შეასრულოს! პოლიტიკურად შესასრულებელი საჭიროებები ბევრია, მაგრამ ამ ეტაპზე მმართველი გუნდი მხოლოდ სამს გამოყოფს, ესენია: "ნაციონალური მოძრაობის“ არაკონსტიტუციურად გამოცხადება; ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და "ოჯახურ ღირებულებათა დაცვის შესახებ" კანონის მიღება.
დღის წესრიგში დასმული სამივე საკითხი ემსახურება ეროვნულ ინტერესებს და თავისი მნიშვნელობით პოლიტიკურ შინაარსსაც კი სცდება. ქვეყანაში პოლიტიკური სისტემის გაჯანსაღება „კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“ ჩამოშორების გარეშე შეუძლებელია“ ამიტომ ამომრჩეველთა უმრავლესობის ნება უნდა შესრულდეს! "ოჯახურ ღირებულებათა დაცვის შესახებ" კანონი იქნება ღირსების აქტი, რომლითაც პოლიტიკურად მაღალი ტონით განაცხადებს სახელმწიფო, რომ ის უზნეობას ზნეობრიობის სახელით არ დააკანონებს. ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი ეროვნული ამოცანაა და მას მმართველი ძალა ომის გარეშე, მშვიდობით მოიგებს.
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შემთხვევაში, აუცილებელი გახდება საქართველოს კონსტიტუციის ცვლილება, რათა საქართველოს მმართველობის სისტემა და ტერიტორიული სახელმწიფოებრივი მოწყობა ახალ რეალობასთან მოვიდეს შესაბამისობაში და ამას მმართველი ძალა საკონსტიტუციო უმრავლესობით გააკეთებს. "ქართული ოცნება" იმსახურებს მაღალ პოლიტიკურ შეფასებას, მისი პოლიტიკური მოღვაწეობა 2012 წლიდან დღემდე "დაუძინებელი მეგობრებისათვის" ეროვნული ინტერესებით ხმამაღალი პოლიტიკური ტონია. დროა ერთად დავდგეთ ჩვენი არჩევანის გასაკეთებლად, მის დასაცავად და ჩამოთვლილი სახელმწიფოებრივი მიზნების მისაღწევად, მერწმუნეთ, ჩვენ ამ პოლიტიკურ ომს "ქართული ოცნების" პირობებში უსისხლოდ მოვიგებთ“, - წერს თამთა მეგრელიშვილი.