აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, თამარ ტალიაშვილმა შეხვედრა გამართა აშშ-ის სენატორ ბილ ჰაგერტისთან, რომელიც აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა, აპროპრიაციების, საფინანსო, და წესდების კომიტეტების წევრია.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრისას მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობები და თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს.

„საქართველოს ელჩმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ქართული მხარის მზაობა, ხელი შეუწყოს საქართველო-აშშ-ს ურთიერთობის შემდგომ განვითარებას.

საუბრისას ასევე განიხილეს საერთაშორისო და რეგიონალური გეოპოლიტიკური მოვლენები“, – აღნიშნულია საგარეო უწყების ინფორმაციაში.