“90-იანი წლების შემდეგ, იმის მიუხედავად რომ დამოუკიდებელ საქართველოში სასკოლო და უმაღლესი განათლება ქართული აზროვნების საძირკვლად გვექცია, პირიქით ხდებოდა, ყოველწლიურად უარესდებოდა და ქრებოდა ეროვნულ-პატრიოტული იდეოლოგია სახელმძღვანელოებში“, - ამის შესახებ, „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, საქართველო დემოკრატიული სამყაროს ნაწილია და აუცილებელია პროგრესული აზროვნება სკოლებშიც და ახალგაზრდებშიც.
“90-იანი წლების შემდეგ, იმის მიუხედავად რომ დამოუკიდებელ საქართველოში სასკოლო და უმაღლესი განათლება ქართული აზროვნების საძირკვლად გვექცია, პირიქით ხდებოდა, ყოველწლიურად უარესდებოდა და ქრებოდა ეროვნულ-პატრიოტული იდეოლოგია სახელმძღვანელოებში. 2004 წელს კი საერთოდ ამოიღეს სკოლებშიც და უმაღლეს სასწავლებლებში ყველანაირი ქართული და მხოლოდ უცხოურ გავლენებს დაუქვემდებარეს.
საქართველო დემოკრატიული სამყაროს ნაწილია და აუცილებელია პროგრესული აზროვნება სკოლებშიც და ახალგაზრდებშიც. იაკობ გოგებაშვილმაც კი ის გვიანდერძა, რომ “დედა ენა” მუდმივად განახლებადი უნდა იყოსო. ეს მიუთითებს იმაზე, რომ უნდა შევინარჩუნოთ ძირეული ქართული და მას დავაშენოთ იმ დროის სიახლე, რაც ჩვენს ღირებულებებთან იქნება თავსებადი.
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ წარმოდგენილი რევოლუციური პროექტი სასკოლო განათლების შესახებ არის სწორედ ის, რაზეც ჩვენი მამები მიგვითითებდნენ - ცივილიზებულ სამყაროში ქართული აზროვნებით ინტეგრირების შესახებ. ეს არის ეროვნული თვითმყოფადობის გადარჩენის საფუძველი. შეუძლებელია, პატრიოტული სულისკვეთებით აღზრდილმა ბავშვმა მის ქვეყანას რაიმე ავნოს ან უცხო ქვეყნის აგენტად იქცეს.
ყველა მშობლის სახელით, რომელთათვისაც უდიდესი ტკივილი იყო ეროვნული სულისკვეთებისგან გამოფიტული სახელმძღვანელოებით შვილების აღზრდა, მადლობას ვუხდით განათლების მინისტრს და მოუთმენლად ველით ახალი პროექტის დეტალურ განხილვას”, -წერს ჩიბურდანიძე.