„მართლაც ძალიან საინტერესო პროცესები მიდის მსოფლიოში. ორი წელი ამ მცდარი პოლიტიკის შედეგად, დღეს ყველა, ვინც ამ პოლიტიკური სცენარის ავტორები იყვნენ, არიან გახვეული სასტიკ მარცხში. ახლა ფიქრობენ, ვის დააბრალონ ეს მარცხი. -ამის შესახებ, „ხალხის ძალის“ წევრმა თამარ ჩიბურდანიძემ მედიასთან განაცხადა.
"ერთმანეთზე გადაბრალების პროცესში არიან. ის, რომ არახამიამ ბრალი დასდო ბორის ჯონსონს, ეს არ არის შემთხვევითი, მან დამოუკიდებლად იფიქრა და გაახსენდა, რომ ჯონსონთან ჰქონდა კომუნიკაცია. აქ ორი საკითხი იკვეთება - რას არ უკვირდებიან და რას გვეუბნებიან ამით. პირველი არის ის, რომ ჯონსონი აღარ არის პოლიტიკაში და შესაბამისად, რაც არ უნდა დააბრალო, ის პასუხისმგებელი აღარ არის. ამიტომ იპოვეს გამოსავალი, ვის დააბრალონ ეს საშინელი ომი.
მეორე საკითხია, რა დააბრალეს ჯონსონს? - ჯონსონმა წაგვაქეზაო, ჯონსონმა დაგვაწყებინა ომი რუსეთთანო, ჩაგვიშალა მოლაპარაკებებიო და საკითხავია, ჯონსონი რატომ აძალებდა ამას? ე.ი რაღაც გარიგებაა უკრაინა-დასავლეთს შორის. თვითონ აღიარეს ის, რასაც ჩვენ ვამბობდით, რომ აქ უკრაინა მარტო კი არ იყო რუსეთთან პირისპირ და უკრაინაზე არ იყო დამოკიდებული რა გადაწყვეტილებებს მიიღებდნენ, ამის უკან დასავლეთის ინტერესები იყო. ამიტომ ვეძახდით რუსეთ-უკრაინის ომს რუსეთ-დასავლეთის ომს.
ახლა, თვითონ არახამიამ თქვა, რომ ეს იყო ჯონსონი. რა თქმა უნდა, იქ ჯონსონი არ იყო მარტო, ჯონსონის უკან მთელი წყება იყო პოლიტიკოსების და მსოფლიო ლიდერების, მაგრამ ჯონსონი საუკეთესო ვარიანტია, რომ დააბრალო და პასუხი არ მოსთხოვო. ამიტომ, აღიარეს რომ ეს იყო ჯონსონი“, -განაცხადა ჩიბურდანიძემ.