პარტია "ფედერალისტების" ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი აცხადებს, რომ პოლიტიკური ერთიანობასთან დაკავშირებით ტელევიზიის მესვეურებს რაღაცად წარმოუდგენიათ ეს ერთობა, ერთიან სიად, ერთიან პარტიად ან რაღაც კოალიციად, მერე ეს ტრიალებს ეთერში და გაუგებარი რჩება რა არის ამოცანა.
"ველაპარაკებით ერთმანეთს. რა ვიცი რამე ოჯახური ფოტო უნდა გადავიღოთ? მე არ მაქვს ამის საწინააღმდეგო მაგრამ... ვსხედვართ იქ, ვსაუბრობთ, ვერ ვხდები რატომ უნდა გადავიღო სურათები თინა ბოკუჩავასთან? იმისთვის, რომ დაიჯერონ? ჩვენ მზად ვართ დაიჯერონ პროტესტის... იმისთვის რომ დაიჯერო რომ ბალტიისპირეთმა დაასანქცირა უფლება დამრღვევი პოლიციელები. ანუ, ამ ხალს სჭირდება საქმე, ეს ტყუილი იმედები, პოლიტიკოსების ფოტოები, სელფები, ეს ყველაფერი არის სიყალბე" - განაცხადა თამარ ჩერგოლეიშვილმა გადაცემაში "დროება".