მე მესმის რომ ჩვენ, გრანტების ბენეფიციარებს ეს განსაკუთრებით გვეხება, მაგრამ სანამ ჩვენამდე მოვიდოდნენ, უამრავ ადამიანს გადაუარეს და ადრე რომ დაგვეწყო ზრუნვა, ჩვენს კართან აქლემი არ დაიჩოქებდა. - ამის შესახებ გამოცემა "ტაბულას" დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი "ხალხის ძალის" მიერ ინიცირებულ კანონპროექტს ეხმაურება.
მეგობრებო, “თუ ეს კანონი არ გინდათ, 24 აქციაზე გამოდით”არის მორიგი სიყალბე და იმედგაცრუების მაღალი რისკის მატარებელი კატასტროფიზმი.
ბიძინა ივანიშვილის მადას, ამ ქვეყანას როგორც რუსეთის უკანა ბოსტანს ისე მოექცეს - არ შეზღუდავს არაფერი, გარდა სტაბილური, ხანგრძლივი და ხალხმრავალი პროტესტისა.
და ამ კანონის მიღება რომც გადაიფიქროს, ჩვენი ეროვნული ამოცანები არ იცვლება. მთავარი პრობლემა ის კი არ არის კანონს მიიღებს თუ არა, მთავარი პრობლემა ის არის, რომ ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ამოცანებს ეს მთავრობა დასავლეთის ინტერესებად მიიჩნევს და ამ კანონის მიღება შეუძლია - მიუხედავად იმისა, რას გადაწყვეტს, გადმოაგდებს ბარტყს,თუ არა.
მე მესმის რომ ჩვენ, გრანტების ბენეფიციარებს ეს განსაკუთრებით გვეხება, მაგრამ სანამ ჩვენამდე მოვიდოდნენ, უამრავ ადამიანს გადაუარეს და ადრე რომ დაგვეწყო ზრუნვა, ჩვენს კართან აქლემი არ დაიჩოქებდა.
მოკლედ ჩვენი პრობლემის მოგვარებით არ იხსნება ამ ქვეყნის პრობლემები. ამოცანები იგივე რჩება.და ამ რეჟიმის ჩამოცილებას 24 არ ეყოფა, ამ რეჟიმის ჩამოცილებას სჭირდება თვითორგანიზებული, საკუთარი სიმართლის რწმენით აღსავსე, მომხიბვლელი და შთამაგონებელი, ხანგრძლივი პროტესტი.
ასე რომ ამისთვის განეწყვეთ და 25 თებერვალს კანცელარიასთან მოდით.მანამდე რუსთაველის ძეგლთან გნახავთ, უკრაინის მხარდასაჭერად.