პრეზიდენტი ჩავიდა უმაღლესი დონის საერთაშორისო შეხვედრაზე და ბუჩამდე იყო აფხაზეთიო გამოაცხადა. ტერიტორიული მთლიანობის საკითხი ქართველი ამომრჩევლის პრიორიტეტების ყველა დროის სამეულშია. ამის გარჩევა რომელიმე ტოქშოუში ნახეთ? - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
"ნახეთ სადმე რომ გაუშვეს ის 24 წუთიანი ფილმი რაზედაც მაკრონის, მელონის, ფონ დერ ლაიენის და სხვა უმაღლესი რანგის ფიგურების წინ ისაუბრა და გაარჩიეს? არა, ჩვენს პროვინციაში მიშა/კეზერას მკვდრადშობილ ერთიან სიაზე ბღავის ტელემედია თვეებია.
ამის მიზეზი ისაა, რომ ტელემედია არა ქართველი ამომრჩევლის, არამედ ფულის ტომრების ინტერესებს ემსახურება. ქართველი ხალხი უკეთესს იმსახურებს და მიიღებს." წერს თამარ ჩერგოლეიშვილი "ფეისბუკში"