პოლიტიკურ პროცესს აქვს სეფსისი, ლპება  და ვუყურებთ, როგორ იძირება ხალხი ნიჰილიზმის, უნდობლობის ჭაობში - ამის შესახებ "ტაბულას" დამფუძნებელმა თამარ ჩერგოლეიშვილმა "ტვპირველის" ეთერში განაცხადა.

"პოლიტიკურ პროცესს აქვს სეფსისი, ლპება  და ვუყურებთ, როგორ იძირება ხალხი ნიჰილიზმის, უნდობლობის ჭაობში. ნებისმიერი გაფართხალება ოპოზიციის, კიდევ ერთი ნაბიჯია უფრო ღრმად ჭაობისკენ, ეს ნამდვილად არის პრობლემა და ძლიერი ანტიბიოტიკური მკურნალობის გარეშე, ჯანმრთელი უჯრედის გაჩენის გარეშე, ამ პოლიტიკურ პროცესში, ჩვენ ვერანაირად ბიძინა ივანიშვილს ვერ დავამარცხებთ. ყველაფერი ნათელია უკვე, კვლევებს ხომ ვხედავთ, მხარდაჭერებს ინარჩუნებენ, მაგრამ განწყობები ხომ ჩანს იმ გამოკვლევებში? ხალხი კმაყოფილობისგან კი არ უჭერს მხარს სტატუს-კვოს, უალტერნატივობისგან უჭერს მხარს"_ განაცხადა თამარ ჩერგოლეიშვილმა.