„კი, მაგრამ რაში აწყობს ბიძინა ივანიშვილს ჩაწყნარებული ვითარების აღელვება, ეს მის ინტერესებში არ არის".
ეს კითხვა მესმის ხშირად წესიერი ადამიანებისგან და ცოტა იმ გულუბრყვილო დასავლელებს მაგონებს, „პუტინს არ აწყობს მეზობელი ქვეყნების დაპყრობაო“, რომ ამტკიცებდნენ.
ივანიშვილი სამყაროს თქვენი თვალებიდან არ ხედავს მეგობრებო, თავისი თვალებიდან ხედავს.
მისი ავტორიტეტი დგას ძალმომრეობაზე. - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" წარმომადგენელი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
"ნებისმიერი დათმობა მას მიაჩნია სისუსტის გამოვლინებად და პოტენციური რღვევის დასაწყისად.
იმისთვის, რომ ძალაუფლება შეინარჩუნოს, ქართული საზოგადოება უნდა გატეხოს მორალურად და დააჯეროს, რომ პროტესტს არანაირი აზრი არ აქვს - მაინც ყველაფერი ისე იქნება, როგორც ბიძინას უნდა.
ამისთვის სასიცოცხლოდ სჭირდებოდა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი - მას შეშინებული ქოცების დაწყნარება სჭირდებოდა ძალის საჩვენებლად, ისინი უნდა შეეყვანა ქუჩიდან სახლებში. (ქუჩის ეშინია, წვევამდელები უყენია რობოკოპებად, როდის გატყდებიან, არ იცის).
მხდალი ოპოზიციის და სამოქალაქო საზოგადოების უტვინობის გამო(ც) მას ეს გამოუვიდა და ევროკავშირის გინებაში ჯილდო მიიღო - ამიტომ თვლის, რომ ახლა სწორი მომენტია ხალხის გასატეხად.
ასე მოხდა ბელარუსში საზოგადოების დემორალიზაცია - იგივეს აკეთებს ეს რუსის გავარდნილი.
მისთვის მნიშვნელოვანია რომ ქართველმა ხალხმა არასოდეს გაიმარჯვოს მასზე.
ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღწევა, თუ საქართველოს მოქალაქეები საკუთარ ძალაში რწმენას დაკარგავენ.
აი ამას ემსახურება ამ კანონის დაბრუნებაც.
ეს კანონიც ძალიან კანონზომიერია.
ივანიშვილი რუსია!
რუსისთვის, ამ ქვეყანაში ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება, მედია პლურალიზმი და ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტები არის საფრთხე და განიხილება უცხო ქვეყნის ინტერესად.
არცერთი ქართველი არ ჩათვლის უცხო ინტერესად თავისუფალ მედიას, ძლიერ დემოკრატიულ ინსტიტუტებს და ძლიერ სამოქალაქო საზოგადოებას.
ეს უცხოდ და მტრულად შეიძლება ჩათვალოს მხოლოდ რუსმა.
ივანიშვილი რუსია! ისეთივე რუსი, როგორიც სერგო ორჯონიკიძე და ფილიპე მახარაძე იყვნენ.
არანაირი მნიშვნელობა არ აქვს მის ეთნიკურ წარმომავლობას.
ის არის რუსი ქართული წარმომავლობით და ამიტომ აწყობს ძლიერი ქართული სახელმწიფოს უცხო ინტერესად შერაცხვა." - წერს თამარ ჩერგოლეიშვილი "ფეისბუკში", რასაც სოცქსელში კომენტარები მოჰყვა.
ერთ-ერთ კომენტარს ჩერგოლეიშვილმა ასე უპასუხა:
"არ შემიძლია" თანამშრომლობა კი არა!არ მინდა!ცივი გონებით არ მინდა იმ ხალხთან თანამშრომლობა რომელსაც არც თავმოყვარეობა აქვს, არც თავისი სიტყვის ფასი იცის, და თანამშრომლობით გარცხვენს და რეპუტაციას გიბანძებს კიპრელი გოიმი ოლოგარხების და ტრაკჩახდილი ბელადების დაკვეთით.გასაგებია?ხაზარაძე თავის თავს არ სცემს იმდენ პატივს რომ საკუთარ მანქანაზე ინფორმაცია დაგუგლოს და ტყუილები არ ავრცელოს!მაგან რამე შეთანხმებას როგორ უნდა სცეს პატივი - ჩვეულებრივი უპირო იდიოტია.ეგენი არიან ბიძინას ცუმბუშა გოიმები და ბიძინასთან ერთად ჩაირეცხებიან.
გვარამიასთან თანამშრომლობას მთავაზობთ?მაგ კაცმა მიშას ბრძანებით და რუსთავი ორის გამოყენებით (სანამ გოიმურად დაკარგავდა) პოლიტიკური სპექტრი შინაარსისგან დაცალა და მედიის თავისუფლება დაასამარა იმით, რომ სააკაშვილის მორჩილების ნიშნით არჩია სპიკერები. ეგ კაცი არის ამ ქვეყნის ეროვნული ინტერესების მოღალატე და სამაგალითოდ უნდა გაფარჩაკდეს რომ სხვა ორჯერ დაფირდეს, სანამ იმას იკადრებს რაც ამ უტვინო ქაჯმა იკადრა.
აბსოლუტურად ყველა, ვინც მის გუნდში ყოფნას კადრულობს არის უტვინო მცოცავი და ვერასოდეს ვერაფერს მიაღწევს თავის ცხოვრებაში, გარდა კლოუნობისა. ვინც მის გუნდშია, არავის გააჩნია ღირებულებები. მათი მოტივაცია ცოცვააა და მათთან თანამშრომლობა სირცხვილია."