მეგობრებო, ეს ხალხი სააკაშვილის და გვარამიას ხალხია - მათ ჰყავდათ დაახლოებულ/ნაქირავები.
სააკაშვილი/გვარამიას ტანდემი მიზანმიმართულად და გეგმიერად, საუკეთესო საბჭოთა ტრადიციებში მაცხადებდა ფსიქიკურად შეშლილად და მიგონებდა ჭორებს, იმიტომ რომ მათ ვუპირისპირდებოდი. - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" წარმომადგენელი, "ტაბულას" მფლობელი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
"მე ამის გამო ფსიქიატრი ავიყვანე - კი ვიცოდი, რომ სრულიად ჯანმრთელი ვარ, მაგრამ ვიფიქრე როცა ამდენი ადამიანი ჩემი გიჟად გამოცხადების კამპანიაშია ჩართული და ფულს ხარჯავს რომ გიჟად შემრაცხონ- სჯობს პროფესიონალის ზურგი მქონდეს.
მადლობას ვუხდი ამ ბუზანკალს - ასე გავიგე ბრიტანეთის ფსიქიატრთა სამეფო აკადემიის წევრისგან, რომ ძალიან მყარი, ძლიერი და ჯანსაღი ფსიქიკა მაქვს და უფრო დიდი ენერგიით და თავდაჯერებით გავაგრძელე ბოროტმოქმედებთან ბრძოლა.
ახლა მეცინება სააკაშვილიც და გვარამიაც საკუთარ უსაქციელობებს ფსიქიკური დიაგნოზებით და მენტალური აშლილობებით რომ ხსნიან.
(მათგან განსხვავებით, ყველა ჩემს საქციელზე სრულ პასუხს ვაგებ და შეურაცხადობას არაფერს დავაბრალებ არასოდეს)
დემონივით ვხარხარებ.
რა ვქნა - არავინაა უნაკლო.
მე თქვენ დაგმარხავთ." - წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.