ხვალ რომ არჩევნები ჩატარდეს და ოპოზიციამ მოიგოს, ხელისუფლებაში მიშა სააკაშვილი, ვანო მერაბიშვილი, დავით კეზერაშვილი, ხაბეიშვილი და ვაშაძე (ამას მიუერთებენ) მოვა - ამის შესახებ „ტაბულას“ დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს:

მეგობრებო, მე არ ვიცი თქვენ რა ინფორმაციით იკვებებით, მაგრამ ჯერჯერობით, ნაცმოძრაობა ყველაზე დიდი ოპოზიციური ძალაა და ხვალ რომ არჩევნები ჩატარდეს და ოპოზიციამ მოიგოს, ხელისუფლებაში მიშა სააკაშვილი, ვანო მერაბიშვილი, დავით კეზერაშვილი, ხაბეიშვილი და ვაშაძე (ამას მიუერთებენ) მოვა. დღეს ასეა. ცხადია ხვალ ასე აღარ უნდა იყოს და ჩვენ ამას ვცდილობთ, მაგრამ თქვენ გსურთ ამაზე არ ვიმსჯელოთ, იმიტომ რომ რეალობა მწარეა და გგონიათ რომ გაჩუმებით დაიმალება - ეს სისულელეა. შეფასებებს არ ვეხები - ვიღაცას მოგწონთ, ვიღაცას არა. ვეხები იმ იდიოტებს, რომლებიც “ქოცების შემოგდებულად” მიიჩნევენ ამაზე მსჯელობას.რეალობაა ეგ, და ცხადია ამ რეალობას ქოცები გამოიყენებენ, თქვენ თავი რა სიღრმეზეც არ უნდა ჩარგოთ.თუ რეალობა არ მოგწონთ, დაგვეხმარეთ, რეალობა შევცვალოთ - გაჩუმებით რეალობა არ იცვლება.