ია დარახველიძის და სხვათა პატიმრობაში ისაა დამნაშავე, ვინც ეს ადამიანები დაარწმუნა, რომ ოთხში იწყებდნენ და ოთხში ამთავრებდნენ და რეჟიმს მისცა ჩანაწერების და საჯარო გამოსვლების სახით „მტკიცებულება“, რომ სახელმწიფო გადატრიალებას აწყობდნენ, – ამის შესახებ პარტია „ფედერალისტების“ ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„მათი თავები ზემოთაა მიტრიალებული, სააკაშვილისკენ და რაც სააკაშვილს უნდა, იმას ყვირიან, ხალხს ისინი ვერ ხედავენ – შესაბამისად, ვერც რეალობას აღიქვამენ ადეკვატურად და ვერც მოქალაქეების ინტერესებს ითვალისწინებენ.
ხაბეიშვილი სააკაშვილისთვის ყვიროდა რევოლუციას და ხაზარაძის ნაყიდი ტელეკლოაკებით ავრცელებდა. ეს დაპირება რეალობიდან არ გამომდინარეობდა – ამიტომ მოხდა ფალშსტარტი და ამიტომაა ხალხი ციხეში.
პ.ს. ვისაც პოლიტიკა არ გისწავლიათ და ერთი სისტემური რეფორმაც არ დაგიწერიათ, ცხადია, ვერც ამას გაიგებთ და „შე უზნეოოოოოო“ – ყალბ მორალისტურ ზმუილს დაიწყებთ. ცხადია, მკიდიხართ“, – წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.