დავით ზურაბიშვილს დაატარებენ ოპო ტელეკლოაკები ოპოზიციის ალიანსის გასათრეშად.  დავით ზურაბიშვილი, ცხადია თავად არაფერს წარმოადგენს, უბრალოდ სატელევიზიო დღის წესრიგის დამკვეთს აწყობს ოპოზიციის ალიანსზე დეზინფორმაციის გავრცელება და ქართული ოცნების კვალდაკვალ, ისეთი პოლიტიკოსების ნაცებად შერაცხვა, რომლებიც არასოდეს თავიანთი გამოცდილების მანძილზე, არცერთ ხელისუფლებაში არ ყოფილან, განსხვავებით დავით ზურაბიშვილისგან, რომელიც ნაცებშიც იყო და ქოცებშიც.  - ამის შესახებ პარტია "ფედერალისტების"ლდერი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს. 

"იმისათვის, რომ ამ არაკომპეტენტურ დეზინფორმატორს თავისი ადგილი მიუჩინოთ ისტორიის სანაგვეზე, გთავაზობთ მის ინტერვიუს 2012 წლიდან (ლინკად დავდებ, პოსტში მხოლოდ ამონარიდებს იხილავთ)  - მაშინ

დავით ზურაბიშვილი მამალი ქოცი იყო და რუსეთთან ალაგებდა: 

🔻კომპეტენციის  და სინდისიერების ნიმუში ერთი:
ტაბულა: Facebook-ზე ვნახეთ თქვენი კომენტარი, სადაც უკრაინა და აზერბაიჯანი მოიყვანეთ იმის მაგალითად, თუ როგორ უნდა მოვიქცეთ, რომ დავალაგოთ ურთიერთობა რუსეთთან. თუ შეგიძლიათ, რომ დაგვიდასტუროთ თქვენი სიტყვები?
ზურაბიშვილი: არა,არ არის უკრაინა ნიმუში დამაგალითი. მოლდოვაც მქონდა იქ, სხვათაშორის, არა მარტო უკრაინა.
ტაბულა: კი,მოლდოვაც ...
ზურაბიშვილი: მოლდოვა, უკრაინა, აზერბაიჯანი, სამი სხვადასხვა ქვეყანაა. მე ვერ ვიტყვი, რომ სანიმუშოა, მაგრამ მოლდოვა უფრო ინტენსიურად არის ნატოსკენ და ევროკავშირისკენ. უკრაინა ადრე უფრი ინტენსიურად თანამშრომლობდა ნატოსთან და ახლა უფრო ნაკლებად, მაგრამ მაინც თანამშრომლობს. უკრაინასთანაც აქვს ნატოს სათანამშრომლო პროგრამა, აზერბაიჯანთანაც.
ტაბულა: უკრაინამ, იანუკოვიჩის პირობებში, ფაქტობრივად,ნეიტრალიტეტი გამოაცხადა...
ზურაბიშვილი: ჯერ-ჯერობით არ არის გადაწყვეტილი, მაგრამ პრინციპში ამას მნიშვნელობაარ აქვს. ყოველ შემთხევაში სათანამშრომლო პროგრამა არსებობს.
ტაბულა: მოლდოვამ, ნამდვილად გამოაცხადა. კანონი მიიღო ნეიტრალიტეტის შესახებ, ანუ ნატოსთან ურთიერთობა გაწყვიტა (კონსტიტუციაში უწერიათ)...
არა, მე არ გამიგია ასეთი რაღაც”. 
(არ გაუგია და რა ექნა, უბრალოდ ლაყბობდა დამქირავებლის მხარდასაჭერად)
🔻2. კომპეტენციის და სინდისიერების ნიმუში 2 
“ტაბულა: თქვენ ამბობთ, რომ ჩვენ რუსეთთან პრობლემები გვაქვს და ურთიერთობას ვერ ვალაგებთ სააკაშვილის გამო?
ზურაბიშვილი: რა თქმა უნდა, სააკაშვილის უპრინციპო და უზრდელურმა პოლიტიკამ, შეიძლება ითქვას... ძირითადად არის ლაპარაკი არა იმაზე, შენ მიზანმიმართულად რა პოლიტიკას აწარმოებ. აქ რუსეთი იყენებს იმ მომენტს - აქიდან იყო უხეში გამონათქვამები, ასე ვთქვათ, ლანძღვა-გინება, გამწავება სიტუაციის. ის ამბობს, რომ არ მინდა ამ კაცთან ურთიერთობა”.
(აი აქ რა კომპეტენციას და სინდისსაც ავლენს, ზუსტად ასეთივე კომპეტენციით და სინდისით აანალიზებს ოპოზიციის ალიანსსაც რომლის სათრეშადაც გადაცემიდან გადაცემაში დაათრევენ)
🔻3. კომპეტენციის და სინდისიერების ნიმუში 3
“ტაბულა: აზერბაიჯანს არასოდეს განუცხადებია, რომ უნდა ნატოში გაწევრიანება
ზურაბიშვილი: ამბობდა, რომ ეს შორეული საკითხია ალიევი ასე ამბობს.
ტაბულა: ასეთი განაცხადი, მე როგორც ვიცი, არ აქვთ გაკეთებული
როგორ არ აქვთ, აქვთ. ოფიციალურად არ აქვთ.
ტაბულა: ნატოშიც არ აქვს შეტანილი განაცხადი
ზურაბიშვილი: გასაგებია, მაგრამ ჩვენ რომ შევიტანეთ, მერე რა მოვიგეთ?!”
(ანუ რა მოვიგეთო, ნატოში განაცხადი რომ შევიტანეთო - ეს რუსქოცი იძახდა როცა ბიძინა უხდიდა) 
🔻4. კომპეტენციის და სინდისიერების ნიმუში 4 
“რუსეთში პუტინი იქნება, თუ ივანოვი თუ პეტროვი, ჩვენ ამაზე ვერ მოვახდენთ ზემოქმედებას სამწუხაროდ. იქ უნდა მივიღოთ ის მოცემულობა, რაც არის, გინდა, არ გინდა, ეგ არის ახლა... უნდა იურთიერთო მასთან,ვინც არის... თორემ ახლა არც აზერბაიჯანის რეჟიმია დემოკრატიული ოაზისი, მაგრამ კარგი ურთიერთობა გვაქვს” - 
ანუ აზერბაიჯანს და რუსეთს უტოლებს, ვითომ აზერბაიჯანს ვყავართ ოკუპირებული - ეს დეზინფორმატორი მაიმუნი. 
სრული ინტერვიუ ამ დეზინფორმატორ, არაკომპეტენტურ, უპასუხისმგებლო ბერიკაცთან იხილეთ კომენტარში. 
და მერე იმ ჟურნალისტებზეც შეიქმენით წარმოდგენა, რომლებიც აი ამ არაკომპეტენტურ იდიოტს დაათრევენ გადაცემებში და ოპოზიციის დემოკრატიული გადატვირთვის პროექტს ათრეშინებენ ბიძინას პროპაგანდის კვალდაკვალ. 


ამიტომ ვანგრევ ამ ოლიგარქიულ ტელეკლოაკებს. ცხადია ზურაბიშვილი არავინაა - ვინც ტელედღის წესრიგს უკვეთავს, იმას აწყობს ოპოზიციის ალიანსის თრეშვა და ნაცებად შერაცხვა ივანიშვილის დეზინფორმაციული პროპაგანდის საუკეთესო ტრადიციებში." - წერს თამარ ჩერგოლეიშვილი "ფეისბუკში".