ნაცური ტარაბუათი მხოლოდ იმიტომ ხდება, რომ ქვეყნიდან გადახვეწილი მდიდარი, შეზღუდული გონებრივი რესურსის კაცი ქუქრუმალ ვაიტზე და წვეტიან ბოტასებზე დაკომპლექსდა - ამის შესახებ "ტაბულას" დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

'მთელი დღეა ხომ ვერთობი ამ ნაცური ტარაბუათი, მაგრამ რომ წარმოვიდგენ, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ ხდება, რომ 10 წლის წინ ამ ქვეყნიდან გადახვეწილი მდიდარი და შეზღუდული გონებრივი რესურსის კაცი ქუქრუმალ ვაიტზე და წვეტიან ბოტასებზე დაკომპლექსდა, ჩვენს ქვეყანაზე სევდისგან, სიცილი მიტყდება",- წერს ჩერგოლეიშვილი.