ამის შესახებ პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერი, თამარ ჩარკვიანი სოციალურ ქსელში წერს.
პასუხი დავით ნებიერიძეს-"შენც ბრუტუს"?!
"დავით ! დიახ, ვიცით, ვნახეთ და გეთანხმებით , რომ მელიას არ შეუძლია პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება, მისმა "სტრატეგიამ " და წელიწადნახევრიანმა უმოქმედობამ "სიჩუმემ" გვიჩვენა, ახლა მართალია პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება და საქმის კეთება არ შეუძლია , აი საქმის გაფუჭება კი ნამდვილად შეუძლია ....და საერთოდ უხერხულია ვერ გადაიტანოს "ამხელა" კაცმა ის ,რომ აღარ აირჩია ხალხმა, რა მოხდა ?? რა ტრაგედიაა და რა ამპარტავნება ასეთი, რომ თურმე ყველაფერი ტყუილი იყო მისთვის და არც იდეა ყოფილა უმთავრესი და არც მესამე პრეზიდენტის უმძიმესი მდგომარეობა ( მხოლოდ ჯიბრით და "კრიჭაში დგომით" არჩევთ ორი თვეა ახალ თავმჯდომარესთან დაპირისპირებას) ისე წავიდა გრიგოლ ვაშაძე ( რომელმაც დიდი წარმატება მოუტანა პროცესს, თითქმის (ფაქტიურად)
პრეზიდენტი გახდა ,მილიონამდე ხმა მიიღო ), რომ ასე პარტია არ აუწუმპებია, სამარცხვინო ამბავია, პრეზიდენტი შემოგადნათ-შემოგვადნა და აჯობებს ამას მიუძღვნათ "სტატუსი" და ფრიად მყიფე "პოლიტანალიზი" (არაფერი პირადული) , უბრალოდ შეგახსენე და მიკვირს, რომ დავიწყებას მიეცით ( ერთი წლის წინანდელი)მელიასადმი თქვენი სრულიად , სრულიად სხვაგვარი " პოლიტანალიზი" ( და არა მხოლოდ მელიასადმი )….ნუ რას ვიზამთ.... მრავალი საუკუნეა კითხვა უცვლელია : "თქვენც ბრუტუს"?! "შენც ბრუტუს"?!“- წერს თამარ ჩარკვიანი.