პარტია „კანონი და სამართლის“ თავმჯდომარე, თამარ ჩარკვიანი სოციალურ ქსელში წერს:

„უჰ თქვენ გენაცვალეთ. დიახ, აუუუ რამდენი ვართ“,- წერს თამარ ჩარკვიანი.

პარლამენტთან აქცია „არა რუსულ კანონს“ მიმდინარეობს - რუსთაველის გამზირი გადაიკეტა. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის გასაპროტესტებლად მოქალაქეები პარლამენტთან დღეს, 12:00 საათიდან შეიკრიბნენ.

კანონპროექტს მოქალაქეები მესამე დღეა აპროტესტებენ.

ცნობისათვის, დღეს, საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" კანონპროექტს მხარი დაჭირა კანონპროექტის კენჭისყრას სამდღიანი ხმაურიანი საკომიტეტო და სასესიო განხილვა უძღოდა წინ.