საქართველოს პარლამენტის წევრი თამარ ჩარკვიანი ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს პოლიტიკურ ოფიცერ ქერი მაკინტოშს შეხვდა.

მხარეებმა შეხვედრაზე ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე და იმ რეკომენდაციებზე ისაუბრეს, რომლებიც  ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების შემდეგ რეფორმებისათვის საქართველოს განესაზღვრა.

 „საელჩოს წარმომადგენელს გავაცანი ჩემი ხედვა ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებასთან და სამუშაო ჯგუფებში მონაწილეობასთან დაკავშირებით.

 განსაკუთრებული ყურადღება დავუთმეთ სასამართლო სისტემის რეფორმის საკითხს, რომელიც განსაზღვრულია რეკომენდაციით, აგრეთვე დეესკალაციის საკითხს.

ზოგადად ვისაუბრეთ იმ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტა მნიშვნელოვანია როგორც რეკომენდაციების შესრულებისთვის, ასევე  იმისთვის, რომ საქართველო დროულად გახდეს დასავლური ოჯახის წევრი“, - განაცხადა თამარ ჩარკვიანმა შეხვედრის შემდეგ.