რა სამწუხაროა, რას დაამსგავსა მსხვილი ოპოზიციური პარტია -ნაც მოძრაობა ,(შესანიშნავი იდეალისტი ამომრჩევლით მენანება) , უვარგისმა "თავმჯდომარემ", რომელსაც დაავიწყდა ვის ნაღვაწზე და ვისი ხმებით მოვიდა ( რომლის სახელის ხსენებაც აღარ სიამოვნებდა და ღიად და თავხედურად ამბობდა ამას) - ამის შესახებ მე-10 მოწვევის პარლამენტის დეპუტატი, პარტია "კანონი და სამართალის" ლიდერი თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში წერს.
"რომლის "თავმჯდომარეობის" დროსაც , ისე დაეცა რეიტინგი -პროცენტი 2018 და 20 წელთან შედარებით ,რომ გამეოთხედდა , ღიად ლანძღავენ ადამიანები ოპონენტებს ( თანაგუნდელებს ) და ეს მაშინ , როცა პარტიის დამფუძნებელი მესამე პრეზიდენტი მოწამლული კვდება ციხეში, რა სამწუხაროა , ერთ "მოთამაშე თავმჯდომარეს" როგორ გადააყოლეთ ამხელა პარტია ?!მართლა ნაც მოძრაობა კი არა "ნაც უძრაობა" გახადა, რა თქმა უნდა კმაყოფილი იქნება " ოცნების" ხელისუფლება, იოცნებეს და ამან -მელიამ შეუსრულა ..." წერს თაკო ჩარკვიანი.