მამუკა ხაზარაძემ თქვა (ტვ ეთერში ვუსმენდი) თბილისი გვაქვს დასაბრუნებელიო. ჰოდა, მე კი ვფიქრობ, რომ თბილისელებს, მთელ საქართველოს, ბანკებისგან ( მათ შორის მისი ხაზარაძის ბანკისგან ) წართმეული სახლები აქვთ დასაბრუნებელი ჯერ ……სახლ-კარი უძრავ-მოძრავი ქონება აქვთ დასაბრუნებელი ადამიანებს , წლების მანძილზე 31, 22 , 18 პროცენტს რომ იხდიდნენ! - ამის შესახებ მე-10 მოწვევის პარლამენტის დეპუტატი, "კანონი და სამართალის" ლიდერი თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში წერს.
"თბილისს მევახშეები ვერ დაიბრუნებენ , მშრომელები იდეალისტები სჭირდება ქალაქს, რომ ვუსმენდი ხაზარაძეს , ივანიშვილის “უფასო ფული “გამახსენდა, ვერა ბატონებო, ეს ახალგაზრდა (საბა ბუაძე ანუ ოპოზიციის ი.კობახიძე) , თბილისს დაბრუნებით ვერა და “ცრუ დაპირებით” კი “ააყვავებს”, ჰა ჰა ბორჯომი შემოგვთავაზონ ისიც მაღალი ფასით …..ვაი ჩემო თბილისო, უნაღდესი და უნიჭიერესი პიროვნებების ქალაქო …”რავა” ყველა “უფასო ფულს გთავაზობს არჩევნების წინ , ყველა “ხელისბიჭი”. ეჰ ბრენდული “ერთნაირი პიჯაკები” რომ თბილისელობა იყოს, ან ქუთაისელობა ,ან თელაველობა, ან
ზუგდიდელობა…. არა “პაივცემულებო”! “დალატკული” შარვლებით ნაღდები ,ერთმანეთის ტანსაცმელში გაზრდილი თაობებია თბილისი, პეწს რომ უნახავდნენ და უნახავენ ამ ქალაქს . ვაჟკაცები, მორიდებულები, ნამდვილები, პოეტები, მომღერლები, მხატვრები , კოლორიტები, “მარდი და სისტემას მორგებული სმარტი ბიჭების” პროცენტებისგან გატყავებულები ,ბანკებისგან და მათი ფილიალი ლომბარდებისგან გაძარცვულები, დღემდე მაინც რომ უნახავენ ამ ქალაქს პეწს , ერთმანეთის
სახლებში უცბად გაშლილი სუფრით, მეზობლისგან შემოტანილი სკამებით , შუა ღამეს დიდი პოეტების მიერ წაკითხული ლექსებით, საოცარი ქალაქური იუმორით თუნდაც ქილიკით , მაგრამ ნიჭიერად თქმული ფუნაგორიებით , ღამის ჯაზით, მერე უცებ “ჩაკრულოთი” და “ურმულით”, განათლებული წიგნიერი ინტელექტუალების ღიმილნარევი სევდიანი ოპტიმიზმით, პიროვნებების იდეალიზმით დავიბრუნებთ, თბილისსაც და სოხუმსაც. სისტემის შეცვლით ,კანონით, სამართლით დავიბრუნებთ.
“გამპროცენტებლით”, მევახშეობით ვერა ( რა ვიცი …მე იმ ხელისუფლების დროს , ან ამ ხელისუფლების დროს ხაზარაძის პროტესტი არ მახსენდება ოდესმე , სახელმწიფოს საბანკო პოლიტიკის მიმართ) “თბილისი უნდა დავიბრუნოთო, თბილისიო” თბილისი “ სამშენებლოკარკასი” არ არის, ადამიანების სუნთქვაა, წლების მანძილზე “ მავანთა” მიერ საკუთარი კეთილდღეობის გამო ხელოვნურად მოტანილი, ამ ქალაქის (და არა მხოლოდ ამ ქალაქის )გაჭირვებაა.აღარ ტყუვდება ქალაქი არა! ვახ" - წერს თაკო ჩარკვიანი.