სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიც ცნობით, გარკვეული ჯგუფების მიერ პარლამენტთან მიმდინარე აქციების დროს პროვოკაციების მოწყობის გეგმის ერთ-ერთი ნაწილია სპეცრაზმზე იერიშის მიტანა და პოლიციის განეიტრალება.
„კონკრეტული პირები აქტიურად განიხილავენ საჭიროების შემთხვევაში სპეციალური დანიშნულების რაზმზე იერიშის მიტანის გეგმებს, რასაც მოჰყვება სიტუაციის სრული დაძაბვა. სპეციალური დანიშნულების რაზმისა და პოლიციის განეიტრალების მიზნით, დანაშაულებრივი ქმედების ორგანიზატორები, ხშირ შემთხვევაში რეალური მიზეზების გამხელის გარეშე, საპროტესტო მუხტის მატარებელ ახალგაზრდებს ავალებენ, პარლამენტის წინ მიიტანონ ადვილად აალებადი ნივთიერებები, რაც შემდგომში გამოყენებული იქნება ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილების“ დამზადების მიზნით, აგრეთვე, სამართალდამცავებთან დაპირისპირებისთვის გამოსაყენებლად გაცემული აქვთ აქციაზე ქვებისა და რკინის ხელკეტების ფარულად მიტანის დავალება”,- ნათქვამია სუს-ის მიერ დღეს გავრცელებულ ინფორმაციაში.