მე-10 მოწვევის პარლამენტის დეპუტატი ტარიელ ნაკაიძე არის მატყუარა, უღირსი ადამიანი, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, სოზარ სუბარმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა, რითაც ოპოზიციონერი დეპუტატის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ნაკაიძე ამბობს, რომ მას სოზარ სუბარმა თურქეთის აგენტი უწოდა.

„სიტყვა თურქეთი არ მიხსენებია, არცერთი თემა მუსლიმურ თემთან დაკავშირებული არ ყოფილა და ახლა ცდილობს ამას შეაფაროს თავი, რადგან თვითონ თავს ვერანაირად ვერ იმართლებს თავისი არაკაცური გამონათქვამების გამო და ცდილობს ისეთ სიბრტყეში გადაიტანოს, რომ მე კი არ დამესხნენ თავს, არამედ თავს დაესხნენ რელიგიას და საზოგადოების გარკვეულ ნაწილსო, რაც არის ტყუილი“, - აღნიშნა სოზარ სუბარმა.