"ხალხის ძალის" თავმჯდომარე სოზარ სუბარი მედიასთან საუბარში გამოეხმაურა ოპოზიციური პარტიების მიერ გამოცხადებულ საპარლამენტო ბოიკოტს.

სუბარის თქმით, ოპოზიცია აქამდეც სამართლებრივ დებატებში არ მონაწილეობდა და შესაბამისად, მათი ბოიკოტი პარლამენტის მუშაობას ვერაფერს დააკლებს.

„ოპოზიცია ისედაც არ შემოდიოდა სამართლებრივ დებატებში და მათი იქ არყოფნა ვერაფერს დააკლებს პარლამენტის მუშაობას. ესაა მათი ორმაგი სახე, როდესაც საქმეს არ აკეთებენ, ხალხს არ ემსახურებიან, თავის ამომრჩეველს ღალატობენ და სანაცვლოდ, მზად არიან აიღონ ხელფასი, რომელიც მათ არ დაუმსახურებიათ არაფერში.“ - განაცხადა სოზარ სუბარმა.