მე, სოფო ჯაფარიძე ვამბობ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ 2024 წლის არჩევნებზე ისტორიულ მაქსიმუმს დადებს, - ამის შესახებ მსჯავრდადებული საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პირადმა წარმომადგენელმა, სოფო ჯაფარიძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
„ჩემთვის ყველაზე დიდი ინდიკატორები არიან ის ადამიანები, რომლებსაც ყოველდღე ვხვდები და აქედან გამომდინარე შემიძლია თამამად ვთქვა, რომ არის დიდი ვნებათა ღელვა „ნაციონალური მოძრაობის“ გარშემო... „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ 2024 წლის არჩევნებზე, მე, სოფო ჯაფარიძე ვამბობ ამას და პასუხისმგებელი ვარ ამაზე, რომ ისტორიულ მაქსიმუმს დადებს თავისას, ეს აუცილებლად ასე იქნება", - განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.