"ვნახოთ , რამდენად შეასრულებს თავის სიტყვას ტრამპი, თორემ დღეს ნათქვამით მან კრემლს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა!"- ამის შესახებ ისტორიკოსი სიმონ მასხარაშვილი წერს, რითაც ეხმაურება აშშ პრეზიდენტის რონალდ ტრამპის მიერ ინაუგურაციაზე გაკეთებულ განცხადებებს.
"დღეს პრეზიდენტმა ტრამპმა ორი სასიკვდილო დარტყმა მიაყენა რუსეთს:
1. იდეოლოგიური. განაცხადა, როომ არსებობს მხოლოდ ორი გენდერი: ქალი დს მამაკაცი და , რომ სკოლებში ბავშვებს სხვა აზრებს თავზე ვეღარ მოახვევენ. ამით ტრამპმა კრემლს ხელიდან გამოგლიჯა უმთავრესი ანტიდასავლური პროპაგანდისტული ლოზუნგი, რომ თითქოს აშშ მსოფლიოს გასოდომ-გომორებას უპირებს!
2. ეკონომიკური : განაცხადა, რომ საგანგებო მდგომარეობას შემოიღებს აშშ-ში ენერგორესურსების მოპოვებაზე და ნავთობმაგნატების სურვილისდამიუხედავად ნავთბპროდუქტებისა და ბუნებრივი აირის მოპოვების გაზრდის გზით ნავთობის ფასს ძირს დაცემს. ეს რუსეთის ეკონომიკისა და ფინანსური შესაძლებლობების განადგურების მომასწავლებელი იქნება.
ვნახოთ , რამდენად შეასრულებს თავის სიტყვას ტრამპი, თორემ დღეს ნათქვამით მან კრემლს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა!"- წერს სიმონ მასხარაშვილი.