საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა სომხეთის რესპუბლიკის პარლამენტის - ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტ ალენ სიმონიანს თელავში, არაოფიციალური ვიზიტის ფარგლებში უმასპინძლა.
"მიმოვიხილეთ საქართველოსა და სომხეთს შორის მზარდი თანამშრომლობა, რომელიც სტრატეგიულ პარტნიორობაში გადაიზარდა.
ყურადღება გავამახვილეთ საპარლამენტო თანამშრომლობაზე. აღვნიშნეთ გასული წლის ინტენსიური დღის წესრიგი და ნაყოფიერი ორმხრივი ვიზიტები. გამოვხატეთ კავშირების შემდგომი გაძლიერების მზაობა.
შეხვედრაზე, ასევე, განვიხილეთ მსოფლიოში მიმდინარე გეოპოლიტიკური ცვლილებები და სამხრეთ კავკასიაში არსებული ვითარება. დავადასტურეთ სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის, სტაბილურობისა და ნდობის განმტკიცების მიმართულებებით თანამშრომლობის მზაობა. ასევე, აღვნიშნეთ კავკასიის სატრანზიტო დერეფნების პოტენციალის ათვისების პერსპექტივები.
მივესალმები სომხეთის ძალისხმევას ევროკავშირთან დიალოგის გაღრმავების მიმართულებით. საქართველო მხარს უჭერს სომხეთის ევროპულ პერსპექტივას. მზად ვართ ჩვენი გამოცდილების გაზიარებისთვის."- წერს შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.