ოთხი პარტია შუაზე გაყვეს. ორი არჩევნებში მონაწილეობას არ იღებს, ორი – იღებს. დივერსიფიცირების მცდელობაა, რომ ასეც და ისეც სცადონ, მაგრამ შედეგი რა იქნება, ვიცით, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციამ თავადაც იცის, რომ არჩევნებზე არანაირი შანსი არ აქვს.

„ზოგიერთი „გულუბრყვილო“ ოპოზიციონერი ასაჯაროებს, რა გეგმაც აქვთ – მთელი ქვეყანა გადაატრიალონ და აქ 90-იანი წლები მოაწყონ. ეს ის არის, რა დაკვეთაც აქვთ მიღებული. რაც შეეხება ელისაშვილსა და გახარიას პარტიას, საერთაშორისო თაღლითის და ყოფილი მატყუარას პარტია რომ ერთად დაჯდება, უკვე გასაგებია, ქართველი ხალხისგან რა განაჩენს მიიღებენ. ეს ყველაფერი სირცხვილია. დედამიწაზე სასამართლო არ დარჩა, რომელმაც ხაზარაძე თაღლითობაში ამხილა. ბოლოს იმდენად სამარცხვინო თაღლითობაშია მხილებული, რომ გერმანიის სახელმწიფოსაც კი ატყუებდა – ხელშეკრულება დადო. ალბათ, გერმანიის ელჩს პატიოსნად ეგონა, რომ ფულს რომ იხდიდა, იქიდან გადასახადი საქართველოს ბიუჯეტში მიდიოდა, ხაზარაძე კი, ამას ჯიბეში იდებდა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.