ტყვიაზე მივდიოდით ამერიკელ ჯარისკაცებთან ერთად მაშინ, როდესაც ნატო-ს ქვეყნების უმრავლესობა შტაბიდან ცხვირს არ ყოფდა ავღანეთში, ჩვენ ვიყავით პირველ ხაზზე, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომლის მიხედვითაც, ბიძინა ივანიშვილის განცხადებამ გამოიწვია ის, რომ ისტორიაში პირველად, ნატო-ს კონტიგენტი არ მონაწილეობდა 26 მაისის ღონისძიებაში.
მისი თქმით, საქართველო სამყაროს უყურებს საკუთარი გადმოსახედიდან.
„ვინმესთვის პოლიტიკოსის განცხადება თუ არის საფუძველი, რომ თავის სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის ჯარისკაცებთან ერთად, რომლებიც ავღანეთში ტყვიაზე მიდიოდნენ ამერიკელ ჯარისკაცებთან ერთად, არ აღნიშნოს დამოუკიდებლობის დღე, ეს მათი გადასაწყვეტია. ჩვენს დამოკიდებულებას ვაჩვენებთ სხვანაირად, მათ შორის იმით, რომ ტყვიაზე მივდიოდით ამერიკელ ჯარისკაცებთან ერთად მაშინ, როდესაც ნატო-ს ქვეყნების უმრავლესობა შტაბიდან ცხვირს არ ყოფდა ავღანეთში, ჩვენ ვიყავით პირველ ხაზზე. ასე რომ, ეს არის ჩვენი მიდგომა. ჩვენ სამყაროს ვუყურებთ ჩვენი გადმოსახედიდან. ჩვენი გადმოსახედი არის მეგობრობის და პარტნიორობის“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.