მაიდანის სცენარს ნაბიჯ-ნაბიჯ მიჰყვებიან, თითქოს უდევთ წინ სცენარი და ამ სცენარიდან ყოველ დღე ახორციელებენ იმას, რასაც თავის დროზე მოჰყვა მაიდანი. ყველას შევახსენებ, მაიდანის რომანტიზებას რომ ცდილობს ზოგიერთი, 100-ზე მეტი ადამიანი მოკვდა მაიდანის დროს - ეს უნდათ საბოლოო ჯამში, აქეთ მიჰყავთ ეს პროცესები, როდესაც რომანტიზებას ახდენენ ისეთი პოლიტიკური პროცესისა, რაც სინამდვილეში, გულისხმობდა არეულობას, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, განაცხადა.

რაც შეეხება აქციიდან გავრცელებულ ვიდეოს, სადაც ნაჩვენებია ნიღბიანი ადამიანები, რომლებიც, მათივე მტკიცებით, თავდაცვის მიზნით შექმნილი ჯგუფია, რათა მომიტინგეები "ტიტუშკებისგან" დაიცვან, პაპუაშვილის შეფასებით "სასაცილოა რამდენიმე ნიღბიანი ადამიანი დაჯდა და იმუქრება რაღაცებს." მისივე თქმით, რუსთაველის გამზირი აქციეს ძალადობის და უკანონობის კერად, რომელიც 90-იანი წლების პუტჩის მოვლენებს ჰგავს.

"რუსთაველის გამზირი აქციეს ძალადობის და უკანონობის კერად, არაფერი კავშირი ამას მათ შორის, ქართული პროტესტის კულტურასთან აღარ აქვს, რასაც ჩვენ ვუყურებთ. გამოვლილი გვაქვს ბევრნაირი რამე, ერთადერთი, რასთან პარალელიც შეიძლება გავავლოთ ჩვენი წარსულიდან, ეს არის 90-იანი წლების პუტჩი - ამას კი ჰგავს, ავტომატები ჩაანაცვლეს მაშხალებით, სცენა და კადრები იგივეა, პარლამენტის შენობა ამოღებული სამიზნედ, 90-იანებში თუ ქვემეხებს და ავტომატებს ესროდნენ, ახლა ესვრიან მაშხალებს და იქვე ამატებენ, თითქოს, ეს არაფერია და ვიზუალური ეფექტები იყოს." - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა