სცენაზე ვხედავთ უცხოეთიდან დაფინანსებული რადიკალური „ენჯეოების“ და რადიკალური ოპოზიციის სიმბიოზს, ისინი ერთმანეთში არიან არეული, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, რადიკალური „ენჯეოები“ აქციის მშვიდობიანი ხასიათის ძალადობრივში გადაზრდას ცდილობდნენ.

„სცენაზე ვხედავთ რადიკალური ოპოზიციის და რადიკალური „ენჯეოების“ სიმბიოზს. ისინი უკვე დგანან არა გვერდიგვერდ, არამედ ერთმანეთში არიან არეული. ეს არის სიმბიოზი უცხოეთიდან დაფინანსებული რადიკალური „ენჯეოებისა“ და რადიკალური ოპოზიციური პარტიებისა, რომლებსაც ასევე უცხოეთიდან მფარველობენ. ესენი არიან ზუსტად ორგანიზატორები. ხაზგასასმელია და სკანდალურია ისიც, რომ „ენჯეოები“ აქციების მშვიდობიან ხასიათს ძალადობრივში გადაზრდიდნენ ხოლმე. სწორედ მათი მხრიდან ხდებოდა სცენიდან მოწოდება, მომხდარიყო პარლამენტის შენობის ბლოკირება, რაც თავისთავად კანონდარღვევაა. ყველა კარგად აცნობიერებდა, რომ ამ ბლოკირებას მოჰყვებოდა ფიზიკური კონტაქტი პოლიციასთან და, შესაბამისად, ინსპირაცია ძალადობრივი სცენარისა. ჩვენ ვხედავდით თავდასხმას პარლამენტის შენობაზე, თავდასხმას პოლიციელებზე და ზუსტად „ენჯეოების“ ინსპირირებული იყო ძალადობრივი აქტები“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.