რიკოთის საავტომობილო გზის, ახალი, 27-კილომეტრიანი მონაკვეთის გახსნას, სოციალურ ქსელში გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე. შალვა პაპუაშვილი პროექტის მნიშვნელობაზე საუბრობს. მისი თქმით, საქართველოს მთავრობა აგრძელებს ჩვენი რეგიონის ევროპასთან დაკავშირების გაძლიერებაში წვლილის შეტანას.

„დღეს საქართველოს სტრატეგიული სატრანზიტო ინფრასტრუქტურა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. პრემიერ-მინისტრმა გახსნა რიკოთის საავტომობილო გზის 27-კილომეტრიანი ოთხზოლიანი მონაკვეთი, რამაც აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის მგზავრობის დრო ნახევარი საათიც შეამცირა. ამ მასშტაბური პროექტის დასრულების შემდეგ, 50-ზე მეტი გვირაბი და ასამდე ხიდი აშენდება, რაც გასაოცარი რიცხვია საქართველოსთვის. შედარებისთვის უნდა აღინიშნოს, რომ რიკოთის ავტომაგისტრალის მშენებლობის დაწყებამდე, მხოლოდ 45 გვირაბი იყო ექსპლუატაციაში. ქართული ოცნების მთავრობის ქვეშ, თითქმის 200 კმ სიგრძის ავტომაგისტრალი აშენდა, რამაც ფუნდამენტურად განაახლა საქართველოს სატრანსპორტო და საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურა. ეს პროექტები აუცილებელია ჩვენი ქვეყნის სრული სტრატეგიული პოტენციალის გასახსნელად. საქართველოს მთავრობა აგრძელებს მასშტაბური პროექტების განხორციელებას, ხიდებისა და გზების მშენებლობას, მგზავრობის დროის დაჩქარებას მთელი ქვეყნის მასშტაბით და რაც მთავარია, აგრძელებს ჩვენი რეგიონის ევროპასთან დაკავშირების გაძლიერებაში წვლილის შეტანას“, - წერს პაპუაშვილი.