მიმართონ, ეს მათი უფლებაა, გულზე მჯიღის ცემით რამდენიმე სარჩელის მიმართვა ვნახეთ, თუმცა ყველგან სახელმწიფოს წინააღმდეგ დამარცხდნენ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა საია-ს სტრასბურგში გაგზავნილ სარჩელთან დაკავშირებით განაცხადა.
„ისინი, ვინც უცხოელების ზურგით ცდილობდნენ სააკაშვილის, გვარამიას, მელიას, „რუსთავი 2“-ის საქმეებზე იმის თქმას, რომ თითქოს საქართველო რაიმე სახით კონვენციის მიღმა მოქმედებდა, ყველგან დამარცხდნენ, მაგრამ იმდენი ქართველობაც არ ჰყოფნით, რომ ბოდიში მოიხადონ იმისთვის, რომ საქართველოს ცილს სწამებდნენ.
5 აპრილს იყო გრანტებთან დაკავშირებით, რომ დონორებს სახელმწიფოსთვის მიემართათ თანხმობის მისაცემად. ჩემთვის საინტერესოა, საია-ს დონორმა ხელისუფლებას მიმართა თუ არა და საინტერესოა, საიდან ფინანსდება. თუ არ მიმართა და უცხოური დაფინანსებით ხდება საქართველოზე თავდასხმის ორგანიზება, საინტერესო იქნება, ჩავიხედოთ, რასთან გვაქვს საქმე“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, საია-მ ევროპულ სასამართლოში 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის აქციების დროს სამართალდამცავი უწყებების წარმომადგენლების მიერ მშვიდობიანი დემონსტრანტების წამებისა და არასათანადო მოპყრობის ადმინისტრაციულ პრაქტიკაზე საჩივარი გაგზავნა.












