წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი თავისთავად არ ირღვევა. ის მაშინ ირღვევა, როდესაც სუსტდება საერთაშორისო ინსტიტუტები, რომლებიც ჩვენს საერთო ღირებულებებსა და წესებს ეფუძნება,”-განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა რომში ევროპის საბჭოს პარლამენტის თავმჯდომარეთა ევროპული კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.
პარლამენტის ლეგიტიმურობა. თითქმის ორი წლის შემდეგ გაირკვა, რომ პასეს მიერ წაყენებული ყველა ბრალდება და საბაბი მცდარი, დაუსაბუთებელი და ფაქტობრივად ყალბი იყო. მიუხედავად ამისა, პასე უარს ამბობს, აღიაროს თავისი განზრახ დაშვებული შეცდომა, ხოლო პროცესი ჩიხში შევიდა.
ამრიგად, ორგანიზაცია, რომელსაც ჩვენი სუვერენიტეტისა და სახალხო დემოკრატიის დასაცავად შევუერთდით, კვლავ განაგრძობს ქართველი ხალხის დემოკრატიული ნების და, შესაბამისად, მისი თავისუფლების დარღვევას. პასე უნდა დაუბრუნდეს საერთაშორისო სამართლის იმ საფუძვლებს, რომელთა დასაცავადაც შეიქმნა. მიუღებელია ვითარება, როდესაც დემოკრატია, სუვერენიტეტი, ადამიანის უფლებები და თავისუფლება მხოლოდ ფორმალურ ლოზუნგებად იქცა. ამ პროცესის საბოლოო შედეგი ნდობის დაკარგვა და ორგანიზაციის არსისგან დაცლაა.
საპარლამენტო დიპლომატია მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია, რომელსაც წესებზე დაფუძნებული წესრიგის განმტკიცებაში წვლილის შეტანა შეუძლია, თუმცა აუცილებელია, მკაფიოდ განვასხვავოთ დიალოგი ჩარევისგან. დიალოგი გულისხმობს მოსაზრებების გაცვლას, საუკეთესო გამოცდილების გაზიარებას და ყველა სახელმწიფოსთვის საერთო სტანდარტების დაცვას - იმ სტანდარტებისა, რომლებზეც ყველა წევრი ნებაყოფლობით შეთანხმდა. ამრიგად, წესებზე დაფუძნებული წესრიგის აღდგენა იწყება იმ ინსტიტუტებისა და ორგანიზაციების კეთილსინდისიერების განახლებით, რომლებიც ამ წესრიგს საფუძვლად უდევს. საქართველო ამ ამოცანის ერთგული რჩება,”- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.









