უცხოურ გავლენებს და უცხოურ ფულს სჭირდება ფრთხილი მიდგომა, სჭირდება გამჭვირვალობა და რეგულაცია, - განაცხადა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.

„დღეს ვხედავთ, რომ თანამედროვე სამყაროში არის ბრძოლა იმისთვის, რომ სხვადასხვა ქვეყნის საზოგადოებებზე გავლენები მოიპოვონ და თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიები, ინფორმაციების გაცვლის სისწრაფე იძლევა ბევრ შესაძლებლობას, რომ ის რაც ადრე შორი იყო, დღეს უფრო შესაძლებელია. რუსთაველის გამზირზე სხვა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები პირდაპირ მიტინგზე დადგნენ, ასეთი რამ წარმოუდგენელი იყო ლოჯისტიკურადაც კი, თავი რომ დავანებოთ პოლიტიკურ სითავხედეს. ფაქტია, რომ ეს უცხოური გავლენა დღეს გამოწვევაა და ამ გამოწვევაზე დღეს ყველა საუბრობს. არ არსებობს ქვეყანა და ორგანიზაცია, რომელიც დღეს უცხოური გავლენის რისკებზე არ საუბრობდეს.

ჩვენ, ამის პირველი განგაში 2020 წლის არჩევნების შემდეგ გვქონდა, როდესაც პირველად დავინახეთ, რომ ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია და მისი დონორი შეთანხმებულად მოქმედებდნენ არჩევნების შედეგების გასაყალბებლად, ვგულისხმობ „ისფედ“-ს და „იუესაიდ“-ს, რომლებმაც, დადასტურებულად ვიცით, რომ ორივე გვიმალავდა სიმართლეს და ყალბ, პარალეწლური დათვლის შედეგებს ახვევდა თავს საზოგადოებას.

ჩვენ შანსი მივეცით არასამთავრობეობსაც და დონორებსაც, რომ გამჭვირვალობაზე თავად ეზრუნათ, რაც არ გააკეთეს და შემდეგ არასაკანონდმებლო რეგულაცია გახდა საჭირო, თუმცა ყველაფერს ფარდა ახადა აშშ-ს ახალმა ადმინისტრაციამ, როდესაც პრეზიდენტმა ტრამპმა ინაუგურაციის დღესვე ხელი მოაწერა ბრძანებს, რომელიც ეხებოდა ამერიკული უცხოური დახმარების შეკვეცას“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.