როდესაც ვინმეს საფუძველი კი არა, საბაბი სჭირდება, საბაბს ყოველთვის მოიძიებს, შეგახსენებთ რომ, დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების გადაწყვეტილებით ევროკავშირმა დაარღვია საერთაშორისო ხელშეკრულება საქართველოსთან, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ევროკავშირში დღემდე არ დაუსახელებიათ არცერთი მუხლი, რომლის საფუძველზეც შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღეს.

„ბრიუსელმა დაარღვია საერთაშორისო ხელშეკრულება, რაც არის არასათანადო ქცევა. აქედან გამომდინარე, რთულია, განჭვრიტო, წინასწარ, რა გადაწყვეტილებებს მიიღებენ, მით უმეტეს, როცა ხედავ ზოგიერთი ევროპული სუბიექტის რაღაც პარტიულ პოლიტიკურ მიკერძოებებს და გარკვეულ მავნე მიზნებს საქართველოსთან დაკავშირებით. არანაირი საფუძველი არ არსებობს, რაც შეეხება თვითნებობას და საბაბის ძებნას, ჩვენ თვითნებობაზე და არაკეთილსინდისიერ ქცევაზე პასუხისმგებლობას ვერ ავიღებთ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ევროპულმა საბჭომ და ევროპარლამენტმა მესამე ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლის შეჩერების წესებზე შეთანხმებას მიაღწიეს.