როგორც ჩანს, ზოგიერთებისთვის ქართველი ხალხია გამოსაცვლელი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რითაც ეხმაურება ევროპარლამენტ რასა იუკნევიჩიენეს მიერ არჩევნებთან დაკავშირებით გაკეთებულ კომენტარს.
„ადვილი მისახვედრი იყო, რომ ეს ყველაფერი აქამდე მივიდოდა. როგორც ჩანს, ზოგიერთებისთვის, ქართველი ხალხია გამოსაცვლელი. ლიეტუვის სახელისუფლებო პარტიის წარმომადგენლის მხრიდან ამგვარი განცხადება აბსოლუტურად მიუღებელი და შეურაცხმყოფელია. საქართველო ქართველი ხალხია და არა მხოლოდ მისი ტერიტორია“, – წერს პაპუაშვილი.
ცნობისთვის, რასა იუკნევიჩიენეს განცხადებით, „კარი იხურება, მაგრამ ეს თავად ქართველების ხელით ხდება, ვინც „ქართულ ოცნებას“ ხმა მისცა, თუმცა, პირველ რიგში, მათი ხელით, ვინც არჩევნებზე მანიპულაცია მოახდინა“.