ახლა არის მარტივი კითხვა - როდის გარიცხავს "ლელო" ტერორისტული აქტის ჩამდენს საკუთარი რიგებიდან?, - წერს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.
"იგივე კითხვა მიემართება ALDE-ს - ტერორისტის წევრად ყოლა და ევროპა რამდენად თავსებადია?", - წერს შალვა პაპუაშვილი.
შეგახსენებთ: ალეკო ელისაშვილს, აღკვეთის ღონისძიებად, პატიმრობა შეეფარდა. მას ბრალად ედება ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობა.










