რადიკალური ოპოზიცია, მათი უცხოელი მფარველების ხელში, გამოიყენება იმისთვის, რომ საქართველოს მიმართ დღის წესრიგი იმ ჯგუფების სურვილის მიხედვით იყოს გატარებული, რომლებიც მათ აორგანიზებს, მფარველობს და აფინანსებს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, მთავარი პრობლემები ბრიუსელშია.
„რადიკალურ ოპოზიციას ცალკე განყენებულად, როგორც პოლიტიკურ აქტორად ნუ ავიღებთ. რადიკალური ოპოზიცია არის ინსტრუმენტი მათი უცხოელი მფარველების ხელში. ის საერთო ჯამში ორკესტრირებას უწევს ამ მთლიან პროცესს. ამიტომ, რადიკალური ოპოზიცია გამოიყენება იმისთვის, რომ საქართველოს მიმართ დღის წესრიგი იყოს გატარებული იმ ჯგუფების სურვილის მიხედვით, რომლებიც მათ აორგანიზებს, მფარველობს და აფინანსებს. მთავარი პრობლემები უნდა ვეძებოთ ბრიუსელში. მთავარი პრობლემა არის ის, რომ ბრიუსელი დღეს იქცევა და დგას მყარად იმ გზაზე, სადაც თავის დროზე იყო საბჭოთა მოსკოვი. როდესაც ნაცვლად დიალოგისა, არის კონფრონტაცია, ნაცვლად სხვათა ინტერესების გათვალისწინებისა, არის საკუთარი დღის წესრიგის მოხვევის სურვილი“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.








