ჩვენი მხრიდან გაცხადებული იყო, რომ მთავარია, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების საუკეთესო ინტერესებიდან ამოვიდეთ. მთავარია, მშობლებმა ნახონ, ხელისუფლება ბავშვებზე და მათ ინტერესზე ზრუნავს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, რადიკალების ჯგუფი გვყავს, რომლისთვისაც თემას მნიშვნელობა არ აქვს, შეუძლიათ, ყველაფერი პოლიტიკური დღის წესრიგისთვის გამოიყენონ.
„ჩვენი მხრიდან გაცხადებული იყო, რომ მთავარია, ბავშვების საუკეთესო ინტერესებიდან ამოვიდეთ. მთავარია, მშობლებმა, ნახონ, რომ ხელისუფლება ბავშვებზე და მათ ინტერესზე ზრუნავს. ყველამ ვიცით, რადიკალების ჯგუფი გვყავს, რომლისთვისაც თემას მნიშვნელობა არ აქვს, შეუძლიათ, ყველაფერი პოლიტიკური დღის წესრიგისთვის გამოიყენონ. მათთვის მორალი არ მოქმედებს. ისინი სიკეთესაც კი ზიზღით აკეთებენ. აქ არაფერი გასაკვირი და სიურპრიზი არ არის. ჩვენთვის მთავარია, მოსახლეობამ, მშობლებმა და მათმა შვილებმა იცოდნენ, ხელისუფლების მთავარი ამოცანაა, რომ ის ზრუნვით იყოს განწყობილი საკუთარი მოსახლეობის მიმართ და ყველაფერი გააკეთოს, რაც შესაძლებელია“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებისა და მშობლების მონაწილეობით, შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც აქტიურად იმუშავებს ბავშვებისთვის კონკრეტული მედიკამენტების უზრუნველყოფის საკითხზე.











