ჩვენ არაფრის ლობირებას არ ვაპირებთ და არ ვსაჭიროებთ. ქართველ ხალხს ბევრი აქვს გაკეთებული, რათა ქართულ-ამერიკულ ურთიერთობაში ეჩვენებინა, რომ ჩვენს ქვეყანას სურს არა მხოლოდ სარგებლის მიღება, არამედ მზად არის მხარში დაუდგეს მას, ვისთანაც სტრატეგიული პარტნიორობა აკავშირებს, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა გამოცემა The Hill-ის სტატიაზე საუბრისას.
მისი თქმით, „ქართველი ხალხის დამცველი არის ის საქმე, რაც „ჩვენ ქართულ-ამერიკულ ურთიერთობაში გაგვიკეთებია. ამის დანახვაა საჭირო იმისთვის, რომ გააზრებული იყოს თუ რა როლი აქვს თავის დროს შეტანილი საქართველოს ამ სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერებაში“.
„ჩვენ ამერიკელ ხალხსა და ამერიკის ხელისუფლებას არაერთხელ დავუდექით გვერდში. საქართველო ნატოს არაწევრ ქვეყნებს შორის იყო ყველაზე დიდი სამხედრო კონტინგენტით წარმოდგენილი ავღანეთში, საქართველო ნატოს წევრ ქვეყნებს შორისაც კი მეოთხე იყო კონტინგენტის რაოდენობით და საქართველომ ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებით ყველაზე მეტი ჯარისკაცი დაკარგა ამ ომში, სადაც ჩვენ ამერიკელებთან ერთად მხარდამხარ ვიბრძოდით.
ამის საპირწონედ ჩვენ რომ ვხედავთ თუნდაც „ჰელსინკის კომისიის“ თუ ცალკეული კონგრესმენის მხრიდან ანტიქართულ რიტორიკას, ეს აჩვენებს ამ ადამიანების მხრიდან დაუფასებლობას ქართველი ხალხის წვლილისა ჩვენს საერთო საქმეში. უნდა შეწყდეს ანტიქართული რიტორიკა იმისთვის, რომ ჩვენი ურთიერთობები გადაიტვირთოს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.









