„საქართველოსთვის“ წევრებმა ადრე დააინიცირეს დემონსტრაციებთან დაკავშირებით რაღაც საკითხი, რაც, უპირველეს ყოვლისა, ეხება მათ გაქცეულ ხელმძღვანელს, იგი გაქცეულია იმ გამოძიებისგან, რომელიც დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობას ეხება, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რიღაც უპასუხა კითხვას „პარტია „გახარია საქართველოსთვის“ შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ კანონში ცვლილებების პროექტს აინიცირებს, რომელიც 2024 წლამდე არსებული სამართლებრივი სტატუს-კვოს აღდგენას ითვალისწინებს“.

შალვა პაპუაშვილის თქმით,  პარტიის წევრები ისეთ თემებს წამოწევენ, რომლებიც მათ წინააღმდეგაა მიმართული.

„მგონი, ეს ხალხი, რომელიც პარტია „საქართველოსთვის“ სახელით პარლამენტში არის, უნდა დაფიქრდეს და მიხვდეს, რომ გაქცეული გახარია უბრალოდ გარედან ამათ დასცინის. ისეთ თემებს წამოაწევინებს, რომლებითაც თავიანთ თავს აზიანებენ, მათ საწინააღმდეგოდ არის. ამას წინ დააინიცირეს დემონსტრაციებთან დაკავშირებით რაღაც საკითხი. ეს, უპირველეს ყოვლისა, ეხება მათ ხელმძღვანელს, რომელიც გაქცეულია და სწორედ გაქცეულია იმ გამოძიებისგან, რომელიც დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობას ეხება. გიორგი გახარია მხილებულია, რომ სწორედ ის ტრაგიკული შემთხვევები, რომლებიც მოხდა დემონსტრაციის დაშლისას მისი ხელმძღვანელობით იყო. მიმდინარეობს სასამართლო გამოძიება, გაქცეულია ეს ადამიანი და მაინც და მაინც რატომ აყენებენ ეს ადამიანები ამ საკითხებს. სად ნახეს ჩახშობილი რომელიმე აზრი. რა, რა და საქართველოში აზრი, რომელიც გაცდენილია გონივრულობას და გადადის შეურაცხყოფაში, ფართოდ მოიპოვება ჩვენი მედიის სპექტრში“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.