საჯარო დისკუსიასაც ვადევნებთ თვალს, მათ შორის რადიკალი პირების მხრიდანაც და მგონი, ყველა ხედავს, რომ რაიმე ხელშესახები არგუმენტი არ მოგვისმენია, მხოლოდ ბრტყელ-ბრტყელი სიტყვები გვესმის, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, პრემიერ-მინისტრმა ინტერპელაციის დროს განათლების რეფორმაზე ისაუბრა და და კრიტიკული არგუმენტი იქაც არავის ჰქონია.
„გზა, რომელიც პრემიერ-მინისტრმა განათლების რეფორმის სახით წარმოადგინა, ამ ნაბიჯებზე ვინმეს რაიმე არ უთქვამს და არც ალტერნატიული შემოუთავაზებია. ასე, რომ პარლამენტი მოტივირებულია, რაც შეიძლება სწრაფად განიხილოს ეს საკითხები, რათა კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა სწრაფად დაიწყოს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.








