ორი წელია, უკვე „ენჯეოებისა“ და „ნაცმოძრაობის“ სიმბიოზი საბოტაჟს ცდილობს, დარბიან ბრიუსელსა და ვაშინგტონში, რითაც საქართველოს სანქციების სამიზნედ ნიშნავენ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა და განმარტა, რომ ორჯონიკიძეობაა, როდესაც საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ სხვა ქვეყანას აქეზებ.

"პანდემიის დროსაც იგივე ხდებოდა, მაშინაც ქვეყანა დაიხურა და პროტესტი ჰქონდათ, გავხსნათ ქვეყანა, გაიხსნებოდა, უნდა დავხუროთო. რაც რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომი დაიწყო, ვხედავთ საბოტაჟს საბოტაჟზე. სანქციების გვერდის ავლაზე ნაკლები კამპანია იყო? როდესაც ქვეყანას ამას აბრალებ, ეს ღალატი არ არის? ორჯონიკიძეობა სხვა რამე კი არ არის, როდესაც შენი ქვეყნის წინააღმდეგ აქეზებ სხვა ქვეყანას.

საქართველოს, როგორც სამიზნეს ნიშნავდნენ, რათა წაექეზებინათ ევროპა თუ აშშ სანქციებისთვის. ეს მათი ერთადერთი ამოცანა იყო, რომ სანქციების ცეცხლი გამოეწვიათ. დარბიან ბრიუსელსა და ვაშინგტონში, ნიშნავენ საქართველოს, როგორც სამიზნედ სანქციების ცეცხლისა. ზუსტად ესაა ორჯონიკიძეობა, როცა საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ იბრძვი. რანაირად უყურებენ თვალებში თავიანთ მეზობლებს, როდესაც ამით არიან დაკავებული. სანქციების გვერდის ავლაზე რა კამპანიაც ჰქონდათ ატეხილი „ენჯეოებს“ და წელიწად-ნახევარი დაგვჭირდა, რომ ეს კამპანია ჩაგვეხშო. მაშინაც პრორუსი იძახეს, ჩვეულებრივი კამპანია იყო, აქციებსაც აწყობდნენ ეს „ენჯეოები“ და პოლიტიკური ძალები იმისთვის რომ, რამენაირად სანქციების ცეცხლი გამოეწვიათ საქართველოს წინააღმდეგ“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.