თუ დავაკვირდებით ოპოზიციის ქცევას, ეს არის ერთი-ერთში ფსევდორელიგიური სექტა, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა.
მისივე თქმით, ოპოზიციას აქვს თავისი რიტუალები აქვთ და ამას ყოველ დღე ვხედავთ რუსთაველის გამზირზე.
„ჩვენ თუ დავაკვირდებით ამ ხალხის ქცევას, ეს არის ერთი-ერთში ფსევდორელიგიური სექტა ყველაფრით, თავისი რიტუალები აქვთ და ყოველ დღე ვხედავთ რუსთაველის გამზირზე მოდიან იმისთვის, რომ რიტუალი ჩაატარონ, ჰყავთ თავისი ქურუმი, რომელიც მათი ტელევიზიიდან ქადაგებს, აქვთ საკუთარი შეძახილები რიტუალის ჩატარების დროს, აქვთ საკუთარი სალოცავები ევროკავშირის დროშის სახით რომელზეც ლოცულობენ და ა.შ.
როგორც ფსევდო რელიგიური ფუნდამენტური სექტა ზუსტად ისე იქცევიან. როგორც კი ვინმე ან მათ სექტას განუდგება ხლისტებივით ჩაქოლავენ და როგორც კი ვინმე მათი სექტის დოგმებს უარყოფს, იმ მომენტშივე ქვას ესვრიან და ქოლავენ. ეს არის ფსევდო რელიგიური ფუნდამენტური სექტა, რომლადაც დღეს ჩამოყალიბდა იმ ადამიანების ერთობა, რომელსაც მუდმივად შემოაქვს დაპირისპირება, შუღლი, ბოღმა, ღვარძლი და ყველაფერი, რაც კი ფუნდამენტალისტურ სექტებს ახასიათებთ ხოლმე. მიტომ გაურბიან დებატებს და საუბარს“, - განმარტა შალვა პაპუაშვილმა.










