ოპოზიციას თავმოყვარეობა არ აქვს. შეუძლიათ, იძახონ, არ შევალთ პარლამენტში და შემდეგ პუფებივით შედიან, არ მივიღებთ მონაწილეობას არჩევნებში და პუფებივით მიიღონ მონაწილეობა. აკეთებენ იმას, რასაც უცხოეთიდან ეუბნებიან, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, რას ეტყვიან ოპოზიციას უცხოელები.
„როგორც კი რასა იუკნევიჩიანე ჩამობრძანდა, როგორც კი უცხოელებმა მისცეს მითითებები, ვნახეთ, როგორ შეცვალეს ნარატივი, მათ შორის „ლელოში“. დანარჩენი ყველაფერი თამაშია. მოვა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები და ვნახავთ. ოპოზიციას თავმოყვარეობა არ აქვს, შეუძლიათ, იძახონ, არ შევალთ პარლამენტში და შემდეგ პუფებივით შედიან, შეუძლიათ, იძახონ, არ მივიღებთ მონაწილეობას არჩევნებში და შემდეგ პუფებივით მიიღონ მონაწილეობა. აკეთებენ იმას, რასაც უცხოეთიდან ეუბნებიან. 2024 წლის 26 ოქტომბერს ქართველმა ხალხმა გაკეთა არჩევანი – ერთ მხარეს იყო ქართველი ხალხის ინტერესზე დაყრდნობილი და მათი კარნახით მოქმედი „ქართული ოცნება“, მეორე მხარეს – უცხოელების კარნახით მოქმედი ოპოზიცია. ასე რომ, ყველაფერი დამოკიდებული იქნება, რას ეტყვიან მათ უცხოელები“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.