თუკი გამჭვირვალობის კანონი არის ყველაზე ქართული კანონი, ეს კანონი იქნება ყველაზე სახალხო კანონი, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონპროექტებზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიცია დაბნეულია, რადგან ამ კანონების წინააღმდეგ არგუმენტები არ აქვთ.
„გუშინდელი რეაქციებიდან ვნახეთ, რომ ოპოზიცია დაბნეულია და მათგან რეაქცია არ გვაქვს. როგორც ჩანს გარედან ელოდებიან მითითებას, ისევე როგორც ეს გამჭვირვალობის კანონპროექტზე იყო, როდესაც თავდაპირველად ჩუმად იყვნენ და როგორც კი გარედან მიიღეს მითითებაზე, იმ მომენტში დაიწყეს ხმაური. ამ პაკეტთან დაკავშირებით 17 მაისს უკვე შედგა სახალხო რეფერენდუმი და მას სახალხო მხარდაჭერა აქვს, თუკი გამჭვირვალობის კანონი არის ყველაზე ქართული კანონი, ეს კანონი იქნება ყველაზე სახალხო კანონი. ეს მხარდაჭერა ჩვენ გუშინაც ვნახეთ ხალხის მხრიდან და პარლამენტი ამ მხარდაჭერით და ლეგიტიმაციით დაიწყებს კანონპროექტის განხილვას. რაც შეეხება სპეკულაციებს, ბევრი პრინციპში ვერც ვერაფერი ვნახე. ჩანს, რომ უჭირთ რაიმე არგუმენტის წარმოდგენა ვინაიდან ყველამ კარგად იცის, რომ ეს არის ყველაზე სახალხო კანონი, რომელსაც ქვეყნის მოსახლეობის მხრიდან აბსოლუტური მხარდაჭერა აქვს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.