„ნაცები“ ამას მალავდნენ, თუმცა 2008 წლის ომის შემდეგ, ექვსი წელი, ომგამოვლილი ქვეყნის თავდაცვის ძალებს ნატოს წევრი ყველა ქვეყანა უარს ეუბნებოდა იარაღის მიყიდვაზე, - ასე ეხმიანება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტის 100 მილიონი ლარით გაზრდას.

„საბოლოო ჯამში, ჩვენს გასაკეთებელს სხვა არ გააკეთებს.
ნაცები ამას მალავდნენ, თუმცა 2008 წლის ომის შემდეგ, ექვსი წელი, ომგამოვლილი ქვეყნის თავდაცვის ძალებს ნატოს წევრი ყველა ქვეყანა უარს ეუბნებოდა იარაღის მიყიდვაზე (ჩუქებას ვინ დაეძებდა)“, -  წერს შალვა პაპუაშვილი.